თავში

ამირან გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან, კართან ვუტოვებ საჭმელს

ამირან გამყრელიძე: ჩემი შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან, კართან ვუტოვებ საჭმელს
ამირან გამყრელიძე:  ჩემი შვილიშვილები თვითიზოლაციაში არიან, კართან ვუტოვებ საჭმელს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის რძალი და შვილიშვილები თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამის შესახებ განცხადება თავად ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით ოჯახის წევრებს საკვებს კართან უტოვებს. 

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კარებთან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ, შემდეგ ისინი აღებენ კარებს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილი ნიკა გამყრელიძე ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას კორონავირუსი ლაბორატორიულად აქვს დადასტურებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system