თავში

ამირან გამყრელიძე: დადგენილი არ არის ორი შემთხვევის პირველწყარო

ამირან გამყრელიძე: დადგენილი არ არის ორი შემთხვევის პირველწყარო
ამირან გამყრელიძე: დადგენილი არ არის ორი შემთხვევის პირველწყარო

უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძე.

 ამირან გამყრელიძის თქმით, ორი შემთხვევის პირველწყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამ მხრივ, პრობლემურია დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა.

" სამიდან ერთ შემთხვევაში, დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ. ამ ორ შემთხვევაში, უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ, ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. უკვე არის განგაშის ნიშანი შიდა გადაცემის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს გადაედო დაავადება ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში და ის უკვე სხვას ასნებოვნებს, სხვას გადასდებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system