თავში

ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს
ამირან გამყრელიძე: დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს

ქვეყანაში COVID19-ის ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის, - ამის შესახებ განცხადება დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთეული შემთხვევები ფიქსირდება, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.

„ჩვენ დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ჩვენს ირგვლივ ყველა ქვეყანაში, რომელსაც უშუალოდ ვესაზღვრებით ან გვაქვს ტრადიციული საქმიანი კავშირები, ეს იქნება ირანი, ბელარუსი, უკრაინა, ჩვენი უშუალო მეზობლები: რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი თუ სომხეთი, სიტუაცია ყველგან დაძაბულია და სერიოზული ეპიდემიაა. მზარდი ეპიდემიაა თურქეთის გარდა, სადაც ეპიდტალღა ოდნავ ქვევით წავიდა. დანარჩენ ქვეყნებში კი აღმავალია. ამიტომ, ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს და ისიც, რაც გლობალურად ხდება. ამიტომ, ყველა ის შემზუდღველი, ე.წ. თვითშეგნებაზე დამყარებული ღონისძიებები უნდა გავატაროთ. მხედველობაში მაქვს პირბადის ტარება", - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system