თავში

ამირან გამყრელიძე: დარჩით ორ კვირიან იზოლაციაში, იქონიეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება

ამირან გამყრელიძე: დარჩით ორ კვირიან იზოლაციაში, იქონიეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება
ამირან გამყრელიძე: დარჩით ორ კვირიან იზოლაციაში, იქონიეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება

გამოიჩინეთ მოქალაქეობრივი თვითშეგნება, დარჩით ორ კვირიან იზოლაციაში - ამის შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა. ამირან გამყრელიძემ ყველა იმ პირს ვინც რისკ ქვეყნებიდან ბრუნდება, მოუწოდა რომ ორი კვირა თვითიზოლაციაში მოექცნენ და მოერიდონ საზოგადოებასთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ამირან გამყრელიძის თქმით ამ შემთხვევაში ისინი დაიცავენ არა მარტო მათ ჯანმრთელობას, არამედ ხელს შეუწყობენ პრევენციას , რომ არ მოხდეს ვირუსის გავრცელება. 

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული 9 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 5 დღეს დადასტურდა. დაინფიცირებულებიერთმანეთთან შემხებლობაში მყოფი პირები არიან, რომლებმაც იტალიაში იმოგზაურეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system