თავში

ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით "ასტრაზენეკა“ დაასწრებს ფაიზერს“

ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით "ასტრაზენეკა“ დაასწრებს ფაიზერს“
ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით ასტრაზენეკა“ დაასწრებს ფაიზერს“

„მოლაპარაკების იმ წერტილამდე ვართ მისული, რომ მარტში იქნება შესაბამისი დოზები. დიდი ალბათობით „ასტრაზენეკა“ დაასწრებს „ფაიზერს“, მაგრამ მომავალი კვირას „ფაიზერთან“ გვაქვს ტელეკონფერენცია, სადაც გვეცოდინება „ფაიზერის“ ბოლო გადაწყვეტილება", - ამის შესახებ დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი მარტში აუცილებლად დაიწყება. 

"ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება მარტში იმ სქემით, რომელიც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვითაა გათვალისწინებული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ძალიან ბევრ კომპანიასთან, ასევე თვალყურს ვადევნებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურ სიას, რომელიც უკეთებს დასტურს სხვადასხვა ვაქცინას, რომ ის აღიარებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system