თავში

ამირან გამყრელიძე: გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

ამირან გამყრელიძე: გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა
ამირან გამყრელიძე: გრიპის სიმპტომებით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა

ამირან გამყრელიძის თქმით, იანვრის მეორე კვირაში, შედარებით, გაზრდილია, როგორც მიმართვიანობის, ასევე ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ დღეშ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„იანვრის მეორე კვირაში 219 მიმართვანობა გვაქვს 100 ათას მოსახლეზე, ანუ გვაქვს მსუბუქი ზრდა. ასევე 3%-ით მომატებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საავადმყოფოებში, მწვავე რესპირატორული ინფექციებით. ეს მაჩვენებელი 22%-იდან, დაახლოებით, 25,3%-მდე გაიზარდა. მაგრამ ორივე ეს ინდიკატორი, რითაც ჩვენ ვზომავთ ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით არის შემცირებული. გრიპის სეზონი გრძელდება მარტის ბოლოს ან აპრილის შუა რიცხვებამდე. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ და უნდა დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის პრევენციისა და პროფილაქტიკისთვის იძლევა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეისთვის 96 900 ადამიანია აცრილი გრიპის ვირუსის წინააღმდეგ და ქვეყანას კიდევ აქვს ვაქცინის საკმარისი მარაგი. 

მიმართვიანობის ზრდას ადასტურებენ ბავშვთა საავადმყოფოებში. როგორც როგორც report.ge-ს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განუცხადეს, სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა გაიზარდა.  კლინიკაში გრიპის ვირუსზე, ამ დროისთვის, 68 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა დაფიქსირდა რამდენიმე გართულება პნევმონიის დიაგნოზით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system