თავში

ამირან გამყრელიძე: კორონა მეტეორივითაა, სამყარო შეარყია

ამირან გამყრელიძე: კორონა მეტეორივითაა, სამყარო შეარყია
ამირან გამყრელიძე: კორონა მეტეორივითაა, სამყარო შეარყია

კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ , - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მან მოქალაქეებს დისტანცირებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თუ დათბა, ყველას გვინდა გარეთ სიარული, გთხოვთ, გავიჭირვოთ და თავი შევიკავოთ იმიტომ, რომ სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლის წინააღმდეგ. უკეთესი ჯერ მოგონილი არ არის, ჩვენ ვერ მოვიგონებთ ახალს. არავინ არავის კარგ ამინდში ხელს არ უშლის, რომ გარეთ იარონ, მაგრამ ნუ ვივლით 5-5 და 10-10 ერთად, დავიცვათ დისტანცია.

ძალიან მიყვარს ფეხბურთი და კალათბურთი, მიყვარდა სიარული, მაგრამ დაგვჭირდება თავის არიდება თავშეყრის ადგილებში სიარულისგან, დაგვჭირდება დიდი ქორწილების გადახდა, დაგვჭირდება, რაც ქართველებს გვაქვს ტრადიცია, ჭირი სუფრის გადახდა. დამიჯერეთ, კორონამ სამყარო შეარყია. კორონა მეტეორივითაა სამყაროსთვის, უზარმაზარი ძვრა გაკეთდა არა მარტო მედიცინაში, მთლიანად სახელმწიფოს, ადამიანების ურთიერთობაში, განათლებაში, კულტურაში, იდეოლოგიაში. უნდა გავითავისოთ, რომ კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს და ეს უნდა ვისწავლოთ. თუ ვაქცინა გაკეთდა სწრაფად, მაშინ სრულად ვერა, თუმცა დარეგულირდება“,- განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system