თავში

ამირან გამყრელიძე: მესმის, თავი მოგაწყინეთ

ამირან გამყრელიძე: მესმის, თავი მოგაწყინეთ
ამირან გამყრელიძე: მესმის, თავი მოგაწყინეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონად. 

„ჩვენ მოვეშვით და არ ვიცავთ იმ ძირითად რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია. მესმის, თავი მოგაწყინეთ პირბადესთან, დისტანცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ კორონავირუსის საწინააღმდგოდ სხვა უფრო ღირებული იარაღი არ არსებობს. ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით საქართველო კვლავ რჩება მწვანე, ანუ უსაფრთხო ზონაში და საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. ყველა უნდა ვეცადოთ, ეს უსაფრთხოება შევინარჩუნოთ. ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა რეკომენდაციის დაცვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system