თავში

ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს მიმართავს
ამირან გამყრელიძე მღვდელმთავრებს მიმართავს

ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს, ვაქცინაციის სიკეთე სწორედ მეცნიერულად არის დასაბუთებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში ექიმებზე უფრო, - ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მღვდელმთავრებს. 

მან გასული წლის სააღდგომო პერიოდიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეკლესიის მოწოდებებმა მოსახლეობის დამყოლობაში დიდი როლი შეასრულა. 

„იცით რა რთული პერიოდი გვქონდა - წინასააღდგომო პერიოდი, აღდგომა, აღდგომის შემდგომი პერიოდი და ეკლესიის მოწოდებებმა ძალიან დიდი როლი მოსახლეობის დამყოლობაში. ახლაც ვსარგებლობ შემთხვევით და მინდა, წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს ვთხოვო, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულადაა დადასტურებული. ამიტომ ძალიან გთხოვთ, რომ ექიმებს გვერდით დაგვიდგეთ და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბერ შემთხვევაში ექიმზე უფრო ძლიერ და ამიტომ გთხოვთ, რომ თანამშრომლობა ვაქცინაციის პროცესში ძლიერი იყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system