თავში

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება, თუმცა აღნიშნული შედეგი შენარჩუნებას საჭიროებს, ამიტომ მოსახლეობა კვლავ ფრთხილად უნდა იყოს და რეკომენდაციები დაიცვას. 

„დღეს ბოლო ერთ თვეში დადებითობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოსცილდა ორ პროცენტს. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელიც ჩამოსცილდა სამ პროცენტს. თებერვლის საშუალო მაჩვენებელი სამ-ნახევარი პროცენტის ფარგლებშია.

ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეპიდვითარება სტაბილურდება. ამას უნდა შენარჩუნება, ეს არ არის თვითდამშვიდების საფუძველი, რომ მოვეშვათ, როგორი გამოცდილებაც გვქონდა ზაფხულში. ანუ, ეს კარგია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა დავიცვათ ყველა რეგულაცია და რეკომენდაცია.

ორშაბათიდან გაიხსნება სკოლები, რაც მობილობის ზრდის ძალიან დიდი სტიმულატორია. მოგეხსენებათ მობილობა ინფექციის შემდეგი გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია. ასევე გაიხსნება რესტორნების გარე სივრცეები და ამიტომაა საჭირო შემდგომი დაკვირვება ეპიდსიტუაციაზე. ძალიან მკაცრი კონტროლი უნდა იყოს იმ რეკომენდაციების აღსრულების, რასაც ვიძლევით და პირველ რიგში პირბადე – პირბადის ხმარება ყველგან, გარეთ და შიგნით, ეს აუცილებელი ატრიბუტი უნდა გახდეს ჩვენთვის კიდევ კარგა ხნის განმავლობაში“, – აცხადებს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე კარგად ნაცნობი პრევენციის საშუალებების გარდა, სპეციალისტები იმედებს ამყარებენ ვაქცინაციაზეც.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკვე თებერვლის ბოლოს, მარტში ქვეყანაში დაიწყება და თანდათანობით გაფართოვდება ვაქცინაციის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ინფექციის გავრცელების შემცირებას.

მოგეხსენებათ, ვაქცინაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, რათა მივაღწიოთ იმ სამიზნე მაჩვენებელს, რაც გეგმით აქვს წელს ქვეყანას აღებული. ერთიანად ჩვენ თუ ავცრით მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს, ამასთან ერთად დავიცავთ რეკომენდაციებს, რა თქმა უნდა, ის შეზღუდვები, რაც დღეს არსებობს, თანდათანობით შემსუბუქდება და ქვეყანა დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system