თავში

ამირან გამყრელიძე: ყალიბდება ახალი კლასტერი

ამირან გამყრელიძე: ყალიბდება ახალი კლასტერი
ამირან გამყრელიძე: ყალიბდება ახალი კლასტერი

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე კორონავირუსის ხუთი შემთხვევის დადასტურება, ახალი კლასტერის ჩამოყალიბებას ნიშნავს. 

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნისნულ შემთხვევებთან დაკავშირებული კონტაქტების მოკვლევა.

„დღეს, ასევე გარკვეულად ერთი კლასტერი ყალიბდება, რომელიც დაკავშირებულია ლარსის საბაჟოსთან. იქ არის 5 შემთხვევა და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. ერთი ჩვენი ჯგუფი, ხათუნა ზახაშვილის ხელმძღვანელობით ყაზბეგშია ადგილზე, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა, იქაც ისახება გეგმა, რათა სწრაფად მოხდეს ეპიდაფეთქების ლოკალიზება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.  

ცნობისთვის, დღეს, ყაზბეგში COVID-19 5 ადამიანს დაუდასტურდა. საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1264-ს შეადგენს. ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს 11 თანამშრომელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system