თავში

ამირან გამყრელიძე: რისკ ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მივიღებთ 

ამირან გამყრელიძე: რისკ ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მივიღებთ 
ამირან გამყრელიძე: რისკ ქვეყნებიდან ტურისტებს ვერ მივიღებთ 

კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. 

„ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა. დაანონსებულია, რომ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი და 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გაიხსნება ქვეყანა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა ყველა ქვეყნისთვის. ვერ მივიღებთ ჩვენ ტურისტებს ჯერჯერობით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლებზე, თუ როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღების სისტემა ქვეყანაში და მათზე ეპიდზედამხვედველობის დაკვირვების სისტემა, რომ მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკი ქვეყანაში ინფექციის შემოტანის. 1 კვირის, 10 დღის შემდეგ გვეცოდინება რა უნდა გაკეთდეს, უნდა გაკეთდეს გამოკვლევა თუ არა, ამაზე ჩამოყალიბებული ვიქნებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. ამ მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე“, - განაცხადა გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system