თავში

ამირან გამყრელიძე სააღდგომო ლიტურგიაზე: არ უნდა შევიკრიბოთ ეკლესიაში

ამირან გამყრელიძე სააღდგომო ლიტურგიაზე: არ უნდა შევიკრიბოთ ეკლესიაში
ამირან გამყრელიძე სააღდგომო ლიტურგიაზე: არ უნდა შევიკრიბოთ ეკლესიაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მრევლს მოუწოდებს ნუ დაესწრებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტურგიას და სახლში ილოცონ.

"ჩვენ დღეს გვაქვს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, ვართ სამართლებრივი სახელწიფო, აკრძალულია ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცია გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან ბრძოლის. ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება ადამიანის უფლებებიდან. მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ვიმოქმედოთ. კანონი გვეუბნება რომ ის ერთია მორწმუნესთვის და ათეისტისთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ. ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს თავი შევიკავოთ წელს, დავრჩეთ სახლში და მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზისიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვაში და წირვაში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system