თავში

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას ველოდით

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას ველოდით
ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებას ველოდით

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში არის სამედიცინო ქსელის მზადყოფნა, რომ ადამიანებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა და შესაძლებელია, კიდევ იყოს, მაგრამ ჩვენ ერთი მხრივ, პრევენცია უნდა მოვახდინოთ სხვა შემთხვევების შემოტანის, დამერწმუნეთ, ეს რთული იქნება, მეორე მხრივ კი, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისად ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, შემთხვევების 81 პროცენტი მიმდინარეობს მსუბუქად და სრული გამოჯანმრთელება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევების გარეშეც. შემთხვევის დახლოებით 14-15 პროცენტში არის ე.წ. მწვავე მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას; ხოლო ხუთი პროცენტი – კრიტიკული მდგომარეობა, რომელიც საჭიროებს რეამინაციულ დახმარებას.

„აქედან გამომდინარე, სამედიცინო ქსელის მზადყოფნა არის, მზადყოფნა დაადასტურა მინისტრმაც, ჩვენთან არის რეზერვი, როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოების, სადაც გახლავთ ყველა საშუალება, რომ ადამიანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 50 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა,საქართველოს მოქალაქეა. ის ირანში, ერთი კვირის განმავლობაში, იმყოფებოდა. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system