თავში

ამირან გამყრელიძე: საქართველოში წარმოებული პირბადეების გარეცხვა შეიძლება 

ამირან გამყრელიძე: საქართველოში წარმოებული პირბადეების გარეცხვა შეიძლება 
ამირან გამყრელიძე: საქართველოში წარმოებული პირბადეების გარეცხვა შეიძლება 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა შემოწმება გაიარა. ამირან გამყრელიძის თქმით აღნიშნული პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.

„ამ პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები. ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ მუშაობს ამ ტიპის საკითხებზე, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული პირბადეები უხარისხოა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system