თავში

ამირან გამყრელიძე: სახელმწიფო დამატებით 100 000 ვაქცინას შემოიტანს

ამირან გამყრელიძე: სახელმწიფო დამატებით 100 000 ვაქცინას შემოიტანს
ამირან გამყრელიძე: სახელმწიფო დამატებით 100 000 ვაქცინას შემოიტანს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ 2020 წელს სახელმწიფო გრიპის ვირუსის წინააღმდეგ დამატებით 100 ათას ვაქცინას შემოიტანს. 

გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს გრიპზე აცრისკენ მოუწდოებს, რათა Covid-19 ხელახლა გავრცელების პირობებში ამ ორი ინფექციის “ზედდება” არ მოხდეს, რაც პაციენტის მდგომარეობს უფრო დაამძიმებს.

გამყრელიძის განმარტებით, სასურველია, რომ რისკის ჯგუფებში მყოფი ადამიანები აიცრან, განსაკუთრებით კი ხანდაზმულები, რომლებთანაც ინფექცია უკვე რთულად წავა.

“სასურველია საქართველოში თანდათან გაიზარდოს აცრის კულტურა. გაიზარდა, რაც ძალიან კარგია. იცით რომ გრიპზე აცრა სავალდებულო აცრათა კალენდარში არ შედის, თუმცა შარშან ქვეყანაში დაახლოებით 140 ათასი ადამიანი აიცრა. 100 ათასი ადამიანი სახლმწიფოს დაფინანსებით აიცრა, დანარჩენი კი კერძო სექტორზე მოდის. თუ 2014 წელს გრიპზე აცრილების რაოდენობა 10 ათასი იყო, შარშან 140 ათასი გვქონდა, რაც კარგია. წელს შეკვეთილი გვაქვს 140 ათასი გრიპის ვაქცინა და ახლა 100 ათას დოზას ვუმატებთ. დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი კიდევ უფრო აქტიური იქნება. სასურველია რომ განსაკუთრებით რისკის ჯგუფებში მყოფი ადამიანების აიცრან, რადგან კორონავირუსის გაჩენის შემთხვევაში ამ ორი ინფექციის ზედდება არ იყოს. ეს ნიშნავს იმას რომ განსაკუთრებით ხანდაზმულ ადამიანებში ინფექცია უკვე რთულად წავა,”- განაცხადა გამყრელიძემ “ტვ პირველის” ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system