თავში

ამირან გამყრელიძე სტუდენტებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე სტუდენტებს მიმართავს
ამირან გამყრელიძე სტუდენტებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში სტუდენტების მხოლოდ 28 პროცენტია აცრილი.

„მინდა, მივმართო ჩვენს სტუდენტობას, განსაკუთრებით, იმ სტუდენტებს, რომლებიც სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ – არ შეიძლება, მომავალი ექიმი, სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ იყოს. თუ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი აცრილი არ არის, ის კლინიკაში პაციენტთან ვერ უნდა შედიოდეს. იმიტომ, რომ ის პაციენტისთვის უსაფრთხო უნდა იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system