თავში

ამირან გამყრელიძე: წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომი იყო

ამირან გამყრელიძე: წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომი იყო
ამირან გამყრელიძე: წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომი იყო

შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით ბოლო დღეებში პატარა პიკური ნახტომი იყო თუმცა ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

„მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში პატარა პიკური ნახტომები იყო - 26, 11, ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ეს დაკავშირებული იყო სწორედ იმ ცხელი წერტილების გამოკვლევასთან, როგორიც სოფელი მუშევანია, იქ 19 შემთხვევაა იდენტიფიცირებული. ასევე, უკავშირდება საბურთალოს კლასტერს, მაგრამ, მიუხედავად იმისა, დღეში ოთხი, სამი თუ ათი შემთხვევა იქნება, ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან შემოდგომისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system