თავში

ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ურჩევს 

ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ურჩევს 
ამირან გამყრელიძე უნივერსიტეტებს ონლაინ სწავლებაზე გადასვლას ურჩევს 

„განათლება არის ჩვენთვის ფუნდამენტური. უნივერსიტეტებს მოვუწოდებ, რომ სადაც არის ტექნიკური საშუალება, გადავიდეთ ონლაინ სწავლებებზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში“,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გააკეთა ამირან გამყრელიძის განმარტებით ონლაინ სწავლება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის საშუალებას შექმნის.

ახალი კორონავირუსის გამო, დროებით შეწყვეტილია სწავლა, როგორც სკოლებში ასევე ბაღებში, სადაც ინტენსიური დასუფთავება და დეზინფექცია მიმდინარეობს.

ამირან გამყრელიძემ დღეს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც კორონავირუსის მაღალი შემთხვევებია გამოვლენილი.

გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს მოერიდონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system