თავში

ამირან გამყრელიძე: ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში - VIDEO

ამირან გამყრელიძე: ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში - VIDEO
ამირან გამყრელიძე: ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში - VIDEO

ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში - ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენენ ისეთი ქვეყნები, სადაც კორონავირუსის პანდემიაა. ამიტომ ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს ურჩევს არ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში.

"ჩვენთვის საფრთხეს კვლავ წარმოადგენენ ის ქვეყნები, სადაც მარალი დასნებოვნებაა ესაა: ჩინეთი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და იტალია. ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვიმეორებ რომ ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან ერთი დღეს გამოვლინდა. ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას გადის კიდევ ერთი მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system