თავში

ამირან გამყრელიძე: ზაფხულში COVID-19 უკან დაიხევს

ამირან გამყრელიძე: ზაფხულში COVID-19 უკან დაიხევს
ამირან გამყრელიძე: ზაფხულში COVID-19 უკან დაიხევს

მეცნიერთა ერთი ნაწილის მოსაზრებით კორონავირუსი თბილ სეზონზე უკან დაიხევს, მეორე ნაწილის შეხედულებით კი ცივ პერიოდში ისევ თავს შეგვახსენებს,- ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მისი თქმით რადგან კორონავირუსი რესპირაციული ვირუსია მას ახასიათებს სეზონურობა.

„ჯერჯერობით მსოფლიო ერთ ციფრზე ვერ ჯერდება, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება ვირუსი ან როგორი იქნება, მაგრამ გამოკვეთილია მაინც ორი შეხედულება, რადგან ეს არის რესპირაციული ვირუსი, კორონას ჯგუფის წარმომადგენელი და კორონავირუსის დაახლოებით 4 ტიპი ცნობილია, რომელიც ჩვენთანაც ცირკულირებს და მას აქვს ხოლმე სეზონური ხასიათი, ისევე როგორც სხვა რესპირაციულ ვირუსებს, ყველა ამათ საერთო ქცევის წესები აქვთ და როგორც წესი, ისინი ზაფხულისკენ ცოტა მაინც უკან იხევენ, ცოტა კი არა კარგად უკან (თუმცა, მაინც გვაქვს ხანდახან ზაფხულში გრიპის შემთხვევა). მეცნიერთა უმრავლესობა ემხრობა იმას, რომ უფრო თბილ სეზონზე ამ კორონავირუსმაც უკან უნდა დაიხიოს და შედარებით წავიდეს კლებისკენ, როგორც ახალი შემთხვევები, ისე სიკვდილიანობა და ა.შ. - ეს გახლავთ ერთი შეხედულება, თუმცა მეორე შეხედულებით, ის შეიძლება გადაიქცეს ე.წ. სეზონურ ვირუსად, რომელიც შეგვახსენებს ხოლმე თავს სიცივეში და ის შეიძლება იყოს უფრო რთული და მძიმე ვიდრე გრიპის ვირუსი. ამიტომაც დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუციები აქტიურად მუშაობენ ვაქცინის შექმნაზე,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system