თავში

ამირან გამყრელიძემ მეხუთე ტალღის დაწყების პერიოდი დაასახელა

ამირან გამყრელიძემ მეხუთე ტალღის დაწყების პერიოდი დაასახელა
ამირან გამყრელიძემ მეხუთე ტალღის დაწყების პერიოდი დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მე-5 ტალღა საქართველოში ნოემბრის ბოლოდან დაიწყება.

მისივე თქმით, თუ მოსახლეობის უმეტესობა არ აიცრება, მეხუთე ტალღა მძიმე იქნება. 

„მეხუთე ტალღა აუცილებლად იქნება მთელ მსოფლიოში და მათ შორის ჩვენთანაც. თუ მაქსიმალურად ავიცრებით, მეხუთე ტალღა შედარებით მსუბუქი გვექნება. თუ არ ავიცრებით - იქნება მძიმე. მომდევნო ტალღას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ნოემბრის ბოლოს, დეკემბერში“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 1910 ადამიანი. გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 38 პაციენტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system