თავში

ამირან გამყრელიძე: საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ამირან გამყრელიძე: საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა
ამირან გამყრელიძე: საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. 

მისივე თქმით, რეინფიცირების დადასტურებას სერიოზული კვლევა სჭირდება.

,,რეინფიცირების შემთხვევა სულ თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში. დადასტურება იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად რეიფიცირებასთან გვაქვს კავშირი ამას საკმაოდ სერიოზული კვლევა სჭირდება, მათ შორის გენეტიკურიც. ჩვენთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა", - განაცხადა გამყრელიძემ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3,473 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 73 154-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 342 პაციენტი და საერთო რაოდენობა 55 511-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად 37 პაციენტი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილია 636 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system