თავში

"ამირანთან" ვითარება დაიძაბა - მაყურებელს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა

"ამირანთან" ვითარება დაიძაბა - მაყურებელს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა
ამირანთან ვითარება დაიძაბა - მაყურებელს შენობაში შესვლის საშუალება არ ეძლევა

კინოთეატრ "ამირანთან" ვითარება უკიდურესად დაძაბულია. აქციის მონაწილეები მაყურებელს შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ. კინოთეატრის წინ პოლიციის კორდონია მობილიზებული. აქციის მონაწილეები კორდონის გარღვევას ცდილობენ. როგორც report.ge-ს კორესპონდენტი კინოთეატრ "ამირანიდან" იუწყება, შენობაში შესასვლელი კარი ამ დრომდე დაკეტილია. ადმინისტრაციას კარის გახსნის მცდელობა სამჯერ ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ რაც ვითარება დაიძაბა, ადმინისტრაციამ კინოთეატრის შესასვლელი კვლავ ჩაკეტა. 

პერიოდულად ისმის აფეთქბების ხმა. report.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, აქციის მონაწილეები პიროტექნიკას აფეთქებენ. 

ვერის პარკში მყოფი საპროტესტო აქციის მონაწილეები, კინოთეატრ "ამირანთან" დაახლოებით ნახევარი საათის წინ მივიდნენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ისინი სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ ყველა იმ პირს, რომელიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" სანახავად "ამირანში" მივა. აქციის მონაწილეები ასევე ამბობენ, რომ ისინი კინოთეატრში შევლენ და კინო-ჩვენებას ჩაშლიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system