თავში

"ამის გარეშე ვერ ცოცხლობს... ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან" - გიული ალასანია

"ამის გარეშე ვერ ცოცხლობს... ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან" - გიული ალასანია
ამის გარეშე ვერ ცოცხლობს... ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან - გიული ალასანია

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში ჩართვის უფლება, ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია პასუხობს, რომ სადაც არ უნდა იყოს, მისი შვილი ყველგან ჩართულია პოლიტიკაში, რადგან ის ამით ცოცხლობს. 

გიული ალასანიას თქმით, სააკაშვილი იზოლაციაშია, რაც მისი უფლებების შელახვაა.

„როგორ უნდა ჩაერთოს, ჩართული არ არის? ეს ადამიანი თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკოსი და ამის გარეშე არ ცოცხლობს. სადაც არ უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილი, მაინც იქნება ჩართული. ამის გარეშე ცოცხალი მიხეილ სააკაშვილი წარმოუდგენელია. ფაქტია, ყველანაირ იზოლაციაშია, ეს არის მისი უფლებების შელახვა. ყველაფრის ეშინიათ. ვფიქრობ, უბრალოდ, მისი არსებობის ეშინიათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ამასთან, ალასანიამ თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდაც გააკეთა კომენტარი.

„ადამიანი შიშველი ხელებით გავიდა აქედან, გახდა ვიღაცების სარჩენი და სად არის მაშინ, სად წავიდა ეს ყველაფერი. როგორ გეკადრებათ“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system