თავში

"ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი" - ზაზა თელია

"ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი" - ზაზა თელია
ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი - ზაზა თელია

ექიმი-დერმატოლოგი ზაზა თელია D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობა და ჰიპერკალცემიის შესახებ ვრცელ მიმოხილვას აქვეყნებს. მისი დასკვნით, აღნიშნული ვიტამინის პროფილაქტიკის მიზნით მიღება შესაძლოა დამაზიანებელეი იყოს. 

"ბოლო წლებია ძალზედ პოპულარული გახდა D ვიტამინის დანამატის სახით მიღება. ფაქტიურად ყველას უნიშნავენ და ამ პრობლემას არამარტო საქართველოში შევხვდებით. დანამატის სახით D ვიტამინის მიღება არის ორგანიზმში ტოქსიკოზის (მოწამვლა) ხშირი მიზეზი: ტოქსიკოზი ვითარდება როდესაც ადამიანი მოიხმარს დიდი რაოდენობით D ვიტამინს როგორც წესი დანამატის სახით D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, სისუსტე და ძვლების ტკივილი ტოქსიურობა როგორც წესი ვითარდება მაშინ როდესაც ადამიანი მოიხმარს D ვიტამინს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუმცა ტოქსიურობა შესაძლებელია განვითარდეს დაბალი დოზების შემთხვევაშიც D ვიტამინი არის ელემენტი რომელიც ეხმარება ორგანიზმს შეითვისოს და კონტროლირება გაუწიოს Ca (კალციუმი) სისხლში. ამიტომ როდესაც ადამიანს აქვს დიდი რაოდენობით ცირკულაციური D ვიტამინი, ამან შესაძლებელია განაპირობოს სისხლში კალციუმის საშიში დონის მიღება რასაც ჰიპერკალცემია ეწოდება. სიმპტომები და დიაგნოზი D ვიტამინით გამოწვეული სიმპტომები პირდაპირ დაკავშირებულია კალციუმის მომატებულ რაოდენობასთან სისხლში. ეს სიმპტომებია - გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გახშირებული შარდვა, სისუსტე და ძვლის ტკივილი. დროთა განმავლობაში კალციუმის დამატებითმა, მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია განაპირობოს არტერიებში და რბილ ქსოვილებში კალციუმის ჩალაგება, დეპოს სახით, იმის მაგივრად რომ ეს მოხდეს ძვლებში (რადგან ფიზიოლოგიურად ვეღარ ხდება ჭარბი რაოდენობით კალციუმის ჩალაგება ძვლებში - მარაგი უკვე შევსებულია). საბოლოო ჯამში ზემოთ აღნიშნულმა შესაძლებელია განაპირობოს თირკმელებში ქვების გაჩენა და გულის დაზიანება. ეს შესაძლებელია განვითარდეს ნელა, წლების განმავლობაში, ხოლო ტოქსიურობის სიმპტომები მოკლე პერიოდში.ჩატარებული მეტა-ანალიზითა და სისტემური მიმოხილვით ვერ იქნა ნანახი D ვიტამინის დანამატის სახით მიღების სარგებელი.

ხოლო იმ კვლევებმა რომლებმაც ეს ეფექტი გამოავლინეს, აღინიშნებოდა მაღალი ტენდენციურობა, მაღალი შეფასების სისტემური შეცდომა (high risk of bias), ხშირად ინტერესთა კონფლიქტი (conflict of interest) და რაც მთავარია - კვლევების ჰეტეროგენურობა (heterogeneity).

დღიური რეკომენდირებული ნორმები - RDA (Recommended Dietary Allowance) - By NIH იხილეთ სურათი N2 სამწუხაროდ ხშირად თვით-მკურნალობის საფუძველზე, მაგრამ ასევე ხშირად ექიმის დანიშნულებით ხდება არასწორი დოზირება - D ვიტამინის ზედოზირება. ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინს ირებს ორი გზით - ულტრაიისფერი სხივებით (მზის სხივები) და კონკრეტული საკვების მიღებით. არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა იმისათვის რომ მოხდეს D ვიტამინის გამომუშავება. ამისათვის სრულიად საკმარისია - მაგალითად 15-20 წუთით დღეში მხოლოდ სახეზე მზის სხივების მოქმედება. NIH-ის რეკომენდაციით უმეტეს ზრდასრულ ადამიანს სჭირდება დღეში 600 ერთეული (IU) D ვიტამინი.

70 წელს გადაცილებულ მოსახლეობას - 800 ერთეული (IU).

D ვიტამინის დანამატების ბუმი 2006-დან 2014 წლამდე ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც მოიხმარდნენ 4000 ერთეულ (IUs) D ვიტამინს დღიურად გაიზარდა 0.5%-დან 3%-მდე. ეს მაჩვენებლები 2014 წლის შემდეგ კიდევ უფრო იზრდება (2017 study in the Journal of American Medicine, which pulled data from 39,000 participants in the National Health and Nutrition Examination Survey). ასევე ამ კვლევის მიხედვით იგივე პერიოდში ადამიანების რაოდენობა რომლებიც დღიურად მოიხმარდნენ 1000 ერთეულს (IUs) - გაიზარდა 1%-დან 18%-მდე. აქედან გამომდინარე D ვიტამინით გამოწვეული ტოქსიურობის რისკები დროთა განმავლობაში იზრდება და შესაძლოა საგანგაშოც გახდეს. P.S "უფრო მეტი არ ნიშნავს უკეთეს თუ არ გინდა რომ თირკმელებში ქვები გაგიჩნდეს" ჯანსაღი და ბალანსირებული კვებით შესაძლებელია ყველა მაკრო და მიკროელემენტის დღიური რეკომენდებული რაოდენობის გარანტირებულად მიღება და ათვისება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. D ვიტამინის კონტროლის და შემდეგ დანამატის სახით დანიშვნის ბუმი რომ არის ქვეყანაში ეს ფაქტია. ვერც ერთმა რანდომიზირებულმა-კონტროლირებადმა კვლევამ (RCT) ვერ აჩვენა D ვიტამინის დეფიციტის ასოცირება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემებთან და რეკომენდაცია, რომელიც გულისხმობს D ვიტამინის დანამატის სახით მიღებას მისი დეფიციტის დროს დაფუძნებულია მოძველებულ RCT-ების ჩატარებამდე პერიოდზე.https://jamanetwork.com/.../jama/article-abstract/2755297... 2 წლამდე ასაკში რეკომენდებულია ყველა ბავშვმა მიიღოს D ვიტამინი - რაქიტის პრევენციის მიზნით. მხოლოდ 2 წლამდე !!!უფრო დეტალურადსამეცნიერო მტკიცებულებათა სწრაფი მიმოხილვა .....და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კვლევებმა..... 1. რამოდენიმე ობსერვაციული კვლევა ირწმუნებოდა, რომ D ვიტამინის ნაკლებობა ასოცირებულია კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების მომატებულ რისკთან. და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 26 000 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01169259, JoAnn E. Manson, et. al) დასკვნა: D ვიტამინის დანამატის სახით მიღებამ ვერ აჩვენა უფრო დაბალი რისკი კიბოს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკისა პლაცებოსთან შედარებით. 2. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის მაჩვენებლის დროს დიაბეტის განვითარების რისკზე. და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 2423 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT01942694, Anastassios G. Pittas, et. al) დასკვნა: D ვიტამინი დანამატის სახით მიღება არ ამცირებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკ პლაცებოსთან შედარებით. 3. ობსერვაციული კვლევები ირწმუნებოდნენ დაბალი D ვიტამინის კავშირს ვარდნასთან (falls) ხნიერ ადამიანებში. და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00986466, K. Uusi-Rasi, et. al) დასკვნა: D ვიტამინის მიღება არ ამცირებს ტრავმულ ვარდნის შემთხვევებს ხნიერ ადამიანებში. 4. მართლა სუპერმენია D ვიტამინი?

ანუ შეუძლია მას სიცოცხლის გადარჩენა?

და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 36 282 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (NCT00000611, Andrea Z. LaCroix, et. al) დასკვნა: დანამატის მიღება - კალციუმი + D ვიტამინი არ ამცირებს სიკვდილიანობის მაჩვენებელს პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებში პლაცებოსთაბ შედარებით. 5. D ვიტამინი და COVID-19 რამოდენიმე კვლევა მიუთითებდა COVID-19-ით ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში დაბალი D ვიტამინის მაჩვენებელზე. და შემდეგ ჩვენამდე მოაღწია 443 734 ადამიანზე ჩატარებულმა რენდომიზირებულმა კლინიკურმა კვლევამ (Guillaume Butler-Laporte, et. al) დასკვნა: D ვიტამინის მიღებას დანამატის სახით არ გააჩნია დამცველობითი ფუნქცია COVID-19-გან, ხოლო მთავარი მაჩვენებელი გახლდათ ის რომ ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და დაავადების რთული მიმდინარეობა პირიქით უფრო დაბალი გახლდათ იმ პაციენტებში რომლებსაც ჰქონდათ D ვიტამინის ნაკლებობის გენეტიკური წინასწარგანწყობა.შეჯამება: D ვიტამინი დანამატის სახით არ უნდა იქნას მიღებული პროფილაქტიკის მიზნით COVID-19 საწინააღმდეგოდ, ამით შესაძლებელია მივიღოთ ზიანი, არათუ სარგებელი" - წერს თელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system