თავში

ამით ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება - გამყრელიძე

ამით ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება - გამყრელიძე
ამით ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზაციის მინიჭება ნიშნავს, რომ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. მისი თქმით, ეს არის ავტორიზაციის ერთ-ერთ უმაღლესი რანგი. 

მისივე თქმით, ავტორიზაციის შემდეგ აღნიშნული ვაქცინა მეტი ქვეყნისთვის ხდება ხელმისაწვდომი. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება და სავარაუდოდ, უკვე დადასტურებულია, რომ საქართველო ჩინეთიდან კიდევ ნახევარ მილიონ დოზა "სინოფარმს" მიიღებს. 

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ე.წ. გადაუდებელი მდგომარეობის დროს გამოყენებაზე ამ ეტაპამდე ჰქონდა ხუთ ვაქცინას, ესენია: „ფაიზერი“, ახლა მიიღო „მოდერნამ“, „ასტრაზენეკას“ ორ ვაქცინას ჰქონდა ინდური და კორეული წარმოებისას, ასევე „ჯონსონ ენდ ჯონსონს“. „სინოფარმი“ არის მეექვსე ვაქცინა, რომელმაც მიიღო ჯანდაცვის მსოფლიო ავტორიზაცია. დიდი ხანია, ჩინეთს წარდგენილი ჰქონდა „სინოფარმი“, ისევე როგორც „სინოვაკი“ აქვს წარდგენილი ავტორიზაციაზე. „სინოფარმი“ გამოიყენება 45-მდე ქვეყანაში და აქვს ამ ქვეყნების ავტორიზაცია. ახლა მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგანაც ავტორიზაცია. ეს ნიშნავს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციით ამ ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტურობა მეტად მტკიცდება. ამავდროულად, ის ხელმისაწვდომი ხდება მეტი ქვეყნისთვის, რადგან ნდობა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციისადმი არის ისეთივე მაღალი, როგორიც გახლავთ ევროპის წამლის სააგენტოს თუ ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოს მიმართ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია გახლავთ ერთ-ერთი უმაღლესი რანგი ავტორიზაციის. ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 ათასი დოზაა შემოტანილი ქვეყანაში. ის ორჯერადად კეთდება 3-4 კვირის ინტერვალით. ეს არის განსაზღვრული 50 ათასი ადამიანისთვის. ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ჩინეთის შესაბამის უწყებებთან და როგორც ვიცი, არის დასტური მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ეტაპობრივად კიდევ ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმის“ მოწოდებაზე. ამავე დროს, რადგან მან მიიღო უკვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისგან ავტორიზაცია, დიდი ალბათობით ის განთავსდება „კოვაქს პლატფორმაზე“, რომელიც უკვე „კოვაქსის“ წევრ ქვეყნებს, რომელშიც საქართველოც შედის, მიეწოდება ისევე, როგორც სხვა ვაქცინები, რომლებიც „კოვაქს პლატფორმაზე“ იქნება განთავსებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

„სინოფარმმა“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მიიღო

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system