თავში

ამოღებულია კურორტებზე სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენისა და ვირის ხორცი

ამოღებულია კურორტებზე სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენისა და ვირის ხორცი
ამოღებულია კურორტებზე სარეალიზაციოდ გამზადებული ცხენისა და ვირის ხორცი

ამოღებულია 2 ტონა ცხენის ხორცი, რაც სავარაუდოდ საქართველოს საზღვაო კურორტებზე სარეალიზაციოდ იყო განკუთვნილი. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ორი მიკროავტობუსი სურსათის უვნებლობის სამსახურმა იმ დროს გააჩერა, როდესაც კერძო პირებს ცხენის ხორცი სამეგრელოდან აჭარის მიმართულებით გადაჰქონდათ.

2 ტონა ცხენის ხორცი აჭარაში სხვადასხვა საკვები ობიექტის მოსამარაგებლად სამეგრელოდან მიჰქონდათ. არადეკლარირებული და კანონით აკრძალული ხორცპროდუქტი, სავარაუდოდ, ტურისტების გამოსაკვებად იყო გამზადებული. 

პროდუქცია ამოღებული და განადგურებულია. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფიქსირდება ვირის ხორცის გასაღების შემთხვევებიც, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა. 

საქართველოს კანონმდებლობით, ვირისა და ცხენის ხორცის საკვებად რეალიზაცია დასჯადია. კანონის დამრღვევს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ცხენის ხორცი ბათუმის ცენტრალურ ბაზარში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა მარტშიც აღმოაჩინეს, დახლებზე სარეალიზაციოდ 500 კილოგრამზე მეტი პროდუქტი იყო გამოტანილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system