თავში

"ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ, ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...!" - სოფიო ბერიძე

"ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ, ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...!" - სოფიო ბერიძე
ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ, ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...! - სოფიო ბერიძე

ექიმი სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. 

როგორც მედიკოსი წერს, დღეს კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების შესამცირებლად გადამწყვეტია დამძიმების ნიშნების დროული ამოცნობა და პრეჰოსპიტალური მართვა. 

სოფიო ბერიძე კოლეგებს მიმართავს და ამბობს, რომ მომდევნო ორი თვის გარდაცვალების მაჩვენებელი, სწორედ ექიმებზეა დამოკიდებული.

"დამძიმების და კრიტიკულ განყოფილებაში მოხვედრის შემდეგ, რა სტატისტიკაც გვაქვს, ყველა ვხედავთ....ჯერ საყოველთაო მობილიზებისკენ არ მოუწოდებიათ - ეს ნიშნავს, რომ გვაკმაყოფილებს კადრების რაოდენობაც და მართვის სქემაც... გვაკმაყოფილებს? არ ვიცი, ვისი პროექტია, ვინ არის პასუხისმგებელი პირველად ჯანდაცვაზე - ამოიცანით თქვენი თავი და იმოქმედეთ! - ქუდზე ექიმი გამოიძახეთ...

- ექიმი და არა დიპლომი.

ძვირფასო ოჯახის, ონლაინ, კოვიდ ექიმებო - რაც არ უნდა გაზვიადებულად მოგვეჩვენოს, ჩვენზეა დამოკიდებული მომდევნო ორი თვის სიკვდილის ქრონიკა! ჰუმანურობის, ეთიკის და მორალის ამბავია, ვაღიაროთ, თუ ვერ ვწვდებით საქმეს... ან ეს საქმე აღემატება ჩვენს კომპეტენციას...", - წერს სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system