თავში

ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ - ISFED

ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ - ISFED
ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ - ISFED

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ, ამ დროისათვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 10 საჩივარი, 6 საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიებში და 14 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში",- ამის შესახებ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

ელენე ნიჟარაძის თქმით, გარკვეულ უბნებიდან ამომრჩევლები კაბინებიდან გახსნილი ბიულეტენით გამოდიოდნენ, რაც ფარულობის პრინციპს არღვევს.

„30 ოქტომბერს, საღამოს საათებში “სამართლიან არჩევნებს“ დაუკავშირდა საჯარო მოხელე ყვარლიდან, რომელმაც აცნობა, რომ საჯარო მოხელეებს მიღებული აქვთ დავალება დილის 8 საათიდან 9 საათამდე მივიდნენ ხმის მისაცემად და საარჩევნო ბიულეტენი ღიად გამოიტანონ კაბინებიდან.

"სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებს თითქმის ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების საშუალება მიეცათ. თუმცა, ოთხ საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შეეზღუდათ საარჩევნო უბანზე შესვლა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად გამოიკვეთა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. ამომრჩევლები საარჩევნო კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოდიოდნენ, ისე რომ უბანზე მყოფ პირებს შეეძლოთ დაენახათ მათი არჩევანი.

ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა COVID-19-ის რეგულაციების დარღვევას. კერძოდ, ამომრჩევლებს რეგისტრატორი ან ნაკადის მომწესრიგებელი საბუთის წარდგენისას არ ახსნევინებდა პირბადეს. ასევე, რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა წილისყრის წესის დარღვევას და ფუნქციების თვითნებურად განაწილებას.

კვლავ პრობლემად რჩება საარჩევნო უბნების მიმდებარედ ე.წ. კოორდინატორების მობილიზება, რომლებიც საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. აღნიშნულს „სამართლიანი არჩევნები“ განიხილავს, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლას და მისი ნების კონტროლს", - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის არჩევნები მიმდინარეობს. ზუსტად 08:00 საათზე ქვეყნის ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოქალაქეებს ხმის მიცემა 3 657 საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. საზღვრებს გარეთ შექმნილია 52 საარჩევნო უბანი, მათ შორის ორი ავღანეთში. გამონაკლისის სახით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გახსნილია 11 სპეცუბანი, ხოლო კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, საკარანტინო სივრცეებში, თვითიზოლაციასა და სტაციონარში მყოფი პირებისთვის, რომლებიც ე.წ. სპეცსიებში არიან, 127 კოვიდუბანია გახსნილი.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს. 30 მაჟორიტარულ ოლქში 50 პოლიტიკური სუბიექტისა და მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ, ჯამში 500 მაჟორიტარობის კანდიდატია რეგისტრირებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system