თავში

ცნობილია კომპანია, რომლის თანამშრომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა

ცნობილია კომპანია, რომლის თანამშრომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა
ცნობილია კომპანია, რომლის თანამშრომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა

,,დაინფიცირებული პირი ,,გეფა“-ს  ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრ ,,ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში წერს.

,,სხვადასხვა ინტერპრეტაცია ეძლევა გუშინ დაფიქსირებულ კორონა ვირუსის შემთხვევას და კიდევ ერთხელ განვმარტავ: დაინფიცირებული პირი “გეფა“-ს ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელიც პირადი ვიზიტით იმყოფებოდა იტალიაში, სხვათაშორის მაღალი რისკის ზონიდან საკმაოდ დაშორებულ ტერიტორიაზე. იტალიიდან დაბრუნების შემდგომ მან მოახდინა თვითიზოლაცია NCDC-ის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად. მისივე ინფორმაციით, თვითიზოლაციამდე ურთიერთობა ჰქონდა ადამიანთა შეზღუდულ წრესთან, რომლებიც უკვე იდენტიფიცირებულნი არიან NCDC-ის მიერ და მათი მხრიდან ხორციელება ყველა საჭირო პროცედურა.

P.S. ამ ადამიანს არცერთ კლინიკასთან შეხება არ ქონია, სამწუხაროდ ეს ინფორმაცია ვრცელდება. ის არ არის ,,ევექსის თანამშრომელი", ეს ინფორმაციაც ასევე ვრცელდება. ოფისში, სადაც მუშაობს ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გახსოვდეთ რომ, კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანს ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გადააწყდეს საზოგადოების თავშეყრის ადგილას, გვერდი ჩაუაროს, ვერც ვერაფერს მიხვდეს და თუ მოწოდებულ რეკომენდაციებს დავიცავთ გადაცემის შანსებს მინიმუმადე დავიყვანთ!", - წერს გიორგი ნიორაძე სოციალურ ქსელში. 

"გეფა" საქართველოში მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც რამდენიმე სააფთიაქო ქსელს აერთიანებს.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system