თავში

ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან - პაატა იმნაძის განცხადება

ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან - პაატა იმნაძის განცხადება
ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან - პაატა იმნაძის განცხადება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტის გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებას ის ფაქტი აჭიანურებს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებისგან განსხვავებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესების ზედმიწევნით დაცვა ჭირს.

„კარგი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვა რომ შეიძლებოდეს. არავის სიამოვნებს, რომ ადამიანებს დისკომფორტი შევუქმნათ, მაგრამ არავის სიამოვნებს დღეში 50 ადამიანს გარდაცვალება კოვიდის გამო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ განაცხადა, რომ 1 თებერვალს ბიზნესის გახსნის გადაწყვეტილება ფაქტობრივად  მიღებულია. მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი საახალწლო პერიოდში სავაჭრო სექტორის მიერ კოვიდრეგულაციების ზედმიწევნით დაცვა გახდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება.

"პირველი თებერვლიდან დაანონსებულია უკვე, რომ გაიხსნება პრაქტიკულად მთლიანად სავაჭრო სფერო... მთავრობა იძულებულია რაღაც შეზღუდვები დააწესოს, როცა არ ვიცავთ რაღაც წესებს, ან ბიზნესი არ იცავს წესებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ბიზნესი კარგად იცავდა, როცა საახალწლოდ გაიხსნა ვაჭრობა. დიდ მოლებში ძალიან კარგად იყო დაცული ყველანაირი მოთხოვნა. ბიზნესი არის პასუხისმგებლობიანი, მოგვყვება ამაში” – განაცხადა იმნაძემ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system