თავში

კახა კალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს

კახა კალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს
კახა კალაძე პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს

დედაქალაქის მერი სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს. 

კახა კალაძემ ილია მეორეს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა და მას დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 

„42 წელია, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი უწმინდესი დიდი მოთმინებით და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა, მივულოცო“,- განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system