თავში

ანა ბიბილაშვილი "ლელოს" გამართულ ცხენების შეჯიბრს დაესწრო

ანა ბიბილაშვილი "ლელოს" გამართულ ცხენების შეჯიბრს დაესწრო
ანა ბიბილაშვილი ლელოს გამართულ ცხენების შეჯიბრს დაესწრო

"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი დიღომში გამართულ ცხენების შეჯიბრებას დაესწრო. საცხენოსნო მარათონი "ლელო საქართველოსთვის" პარტიის ორგანიზებული იყო. პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ "ლელო" ქვეყანაში ტრადიციების შენარჩუნებასა და განვითარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. 

შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ სოფელ დიღმის, სოფელ ლისის, დაბა წყნეთის, ვაშლიჯვრის, სტეფანწმინდის, სოფელ მუხრანის, სოფელ ჩარდახის და ერედას ცხენოსნები. 

ანა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სპორტის განვითარებას ხელი უნდა შეეწყოს. ცხენოსნობა კი ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც უნდა განვითარდეს. 

მან შეჯიბრის მონაწილეებს ცხენოსნობის ტრადიციის შენახვისთვის მადლობა გადაუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system