თავში

ანა დოლიძე ელიას მთაზე უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

ანა დოლიძე ელიას მთაზე უკანონო მშენებლობას აპროტესტებს
ანა დოლიძე ელიას მთაზე უკანონო მშენებლობას აპროტესტებს

თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ელიას მთაზე უკანონო მშენებლობა გააპროტესტა. მისი თქმით, საჯარო რეესტრში რეკრეაციულ ზონად აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე დაუდგენელი პირები სამშენებლო სამუშაოებს ატარებენ. დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახური კი რეაგირებას არ ახდენს. 

"იმის მაგივრად, რომ მერია თვალის ჩინივით უფრთხილდებოდეს ასეთ ტერიტორიებს და მწვანე სივრცეებს აკეთებდეს მთელ თბილისში მიმდინარეობს შემორჩენილი საჯარო სივრცეების ძარცვა. არაერთხელ გამოვიძახეთ მერიის ზედამხედველობის სამსახური, დედაქალაქის მთავრობა რეაგირებას არ ახდენს, სამუშაოებს არ აჩერებს და არც არავის აჯარიმებს. ეს ტოვებს ეჭვს, რომ მერიის იერარქიაში არის საეჭვო გარიგება. როგორც ვხედავთ, თბილისში, მასიურად ხდება მსგავსი ტიპის „მტაცებლური მშენებლობები“, - განაცხადა ანა დოლიძემ. 

მერობის კანდიდატთან ერთად მშენებლობის ადგილზე ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი კობა კობახიძეც იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახურში ვერ პოულობენ მშენებლის კოორდინატებს. ამ ფაქტს საეჭვოს უწოდებს და ითხოვს დაიწყოს გამოძიება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system