თავში

ანა წითლიძე: ზუგდიდის ოლქებში ე.წ კარუსელს დაატრიალებენ

ანა წითლიძე: ზუგდიდის ოლქებში ე.წ კარუსელს დაატრიალებენ
ანა წითლიძე: ზუგდიდის ოლქებში  ე.წ კარუსელს დაატრიალებენ

"ქართული ოცნების" წარმომადგენლები უკვე შეკრებილები არიან იუსტიციის სახლის უკანა ტერიტორიაზე, ზუგდიდში, მათ დავალებული აქვთ, რომ საარჩევნო უბნებზე ე.წ კარუსელი დაატრიალონ", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

წითლიძის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია კონკრეტულად რომელ უბნებზე აპირებენ კარუსელის დატრიალებას. 

"ეს ადამიანები არიან კაზინო „ვეგასის" წარმომადგენლები, რომელთა ხელმძღვანელი არის გია სალია. ის „ქართული ოცნებიდან" არის. უბნებზე გაფრთხილებულები არიან „ქართული ოცნების" კომისიის წევრები, რომ ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სპეციალური ბეჭედი და სამაჯური, რითაც მათ შეუძლიათ ისინი იცნონ და უბნებზე გაატარონ. ჩემი ინფორმაციით, ეს პირები უკვე შეკრებილები არიან იუსტიციის სახლის უკანა ტერიტორიაზე, ზუგდიდში. მათ დავალებული აქვთ, რომ კონკრეტულად ე.წ კარუსელზე შევიდნენ შემდეგ უბნებზე: ზუგდიდის მე-20 საარჩევნო უბანი; 36-ე და 37-ე საარჩევნო უბნები, კოლხიდა-ახალსოფელი; მე-18 უბანი დემირიას ქუჩა, ფაიფური; 21-ე უბანი მე-7 საჯარო სკოლა; მე-4 სკოლა, მე-9 საარჩევნო უბანი. 87-ე უბანი მე-7 საჯარო სკოლა; 57-ე უბანი სოფელი ოდიში; 106-ე უბანი, 77-ე უბანი ჭითაწყარი; მე-6 უბანი მე-11 სკოლა. ამის პარალელურად, ჩვენ უბნებიდან ვიღებთ ინფორმაციას, რომ მასობრივად ყველა ჩვენს წარმომადგენელს შიგნით უბანზე გადაღებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ჩვენ გვაქვს ე.წ. კარუსელის ამომცნობი სპეციალური პროგრამა, რითიც შესაძლებელია, რომ უბანზე ორჯერ შესული პირის იდენტიფიცირება მოხდეს", - განაცხადა წითლიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system