თავში

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო დატოვა

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო დატოვა
ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭო დატოვა

იუსტიციიის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ საბჭო დატოვა. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენ სალომე ზურაბიშვილს განცხადებას დღესვე გაუგზავნის.

როგორც ანა დოლიძემ განმარტა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მისი ბრძოლისთვის ასპარეზი ვეღარ იქნება.

„მე დღეს გავუგზავნი განცხადებას პრეზიდენტს და გავუადვილებ იმ გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც თავად ვერ მიიღო და დავტოვებ იუსტიციის საბჭოს. მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება ყოველდღიური ქმედება სასამართლოს რეფორმისთვის, მაშინ, როდესაც ქვეყანას სჭირდება არა პიარგამოხტომები, არამედ რეალური მუშაობა განვითარებისთვის, ეს შენობა ვეღარ იქნება ჩემი ბრძოლის ასპარეზი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მიმდინარე წლის 21 მაისს, ანა დოლიძემ სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დააფუძნა.

18 ივნისს კი, სამოქალაქო მოძრაობის ლიდერ ალეკო ელისაშვილთან, პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებთან, ლევან კობერიძესთან და ლევან იოსელიანთან ერთად ახალი პოლიტიკური პლატფორმა შექმნა. 

რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა. 

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ადამიანმა, რომელსაც უკავია მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობა, თავად უნდა იცოდეს კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმები, ესმოდეს და ათვითცნობიერებდეს სად გადის ზღვარი პოლიტიკურ საქმიანობასა და მის ამჟამინდელ თანამდებობრივ ვალდებულებებს შორის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system