თავში

ანდრია ჯაღმაიძე: არ გავიდეთ საფლავზე - VIDEO

ანდრია ჯაღმაიძე: არ გავიდეთ საფლავზე - VIDEO
ანდრია ჯაღმაიძე: არ გავიდეთ საფლავზე - VIDEO

საპატრიარქო მოქალაქეებს მოუწოდებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით არ გავიდნენ საფლავებზე. როგორც პრესპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს საეკლესიო რიტუალს და ის მხოლოდ ხალხური ტრადიციაა, რომელიც შემორჩა.

„ასევე, აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“,-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.   

რაც შეეხება სააღდგომო ლიტურგიას, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ის ჩატარდება ჯანდაცვის სამინისტრს რეკომენდაციების დაცვით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system