თავში

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლი ტაძრებში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე - VIDEO

ანდრია ჯაღმაიძე: მრევლი ტაძრებში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე - VIDEO
ანდრია ჯაღმაიძე: მრევლი ტაძრებში მივა კომენდანტის საათის დაწყებამდე - VIDEO

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ლიტურგიას მრევლი დაესწრება. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს პრესსპიკერმა გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით მრევლი ტაძარში მივა ე.წ. კომენდანტის საათის დაწყებამდე და დარჩება იქ დილის 6 საათამდე. გარდა ამისა, მისი თქმით ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია და გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაცია რაც ჯანდაცვის სამინისტროს აქვს.

"ძალიან ბევრი კონსულტაცია გახდა საჭირო. ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან არაერთი კონსულტაცია გამართული და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისთვის რომ ამ რთული სიტუაციის გათვალისწინებით არ მოხდეს მრევლისთვის ეკლესიების დახურვა და შეძლონ ლოცვა. გათვალისწინებული იქნება ყველა ის რეკომენდაციები რაც ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან არსებობს. ეს რეკომენდაციები ეხება კომენდანტის საათს. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს 6 საათზე,"-განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ანდრია ჯაღმაიძე ასევე მიმართავს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში თუ მათი ოჯახის წევრს აქვს ქრონიკული დაავადება და მიეკუთვნება რისკჯგუფს.

„დიდ ტაძრებში საუბარი არის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამის დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაში ტაძარში ყოფნა შესაძლებლობა ექნება დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება. მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს, იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება. ვიზეიმოთ დღესასწაული და არ მოვაკლოთ არც ჩვენს მცდელობას, რომ ვზრუნავთ და არ მოვაკლოთ არც ლოცვას, რომ ღმერთი შეგვეწიოს ჩვენ გულწრფელ მსახურებაში და ერთმანეთზე ზრუნვაში“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

რაც შეეხება სასაფლაოზე გასვლას, ანდრია ჯაღმაიძის თქმით ეს ხალხური ტრადიციით შემორჩენილი ქმედებაა და საეკლესიო რიტუალს არ წარმოადგენს.

"არ გავიდეთ საფლავზე,"-განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system