თავში

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს ვაქცინაციამდე კვლევის შედეგებს დაელოდოს

ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს ვაქცინაციამდე კვლევის შედეგებს დაელოდოს
ანდრია ჯაღმაიძე მრევლს ურჩევს ვაქცინაციამდე კვლევის შედეგებს დაელოდოს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე ვაქცინაციის სამომავლო პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ მრევლს ურჩევდა, დროებით თავი შეიკავონ ვაქცინის მიღებისგან. ამის მიზეზად Astrazeneca-ს ვაქცინაზე რამდენიმე ქვეყანაში უარის თქმას ასახელებს.

"მრევლს არაფერს არ მოვუწოდებდი, არჩევანი არის თავისუფალი. დღეს სახეზე გვაქვს ასეთი ფაქტი, რომ ევროპის 10-ზე მეტმა ქვეყანამ: ავსტრიამ, იტალიამ, ნორვეგიამ, რუმინეთმა და სხვამ შეაჩერეს ერთ-ერთი კონკრეტული ვაქცინის გამოყენება და თქვეს, რომ სჭირდებათ ორკვირიანი დაკვირვების ვადა, რომ დაადგინონ, რამ გამოიწვია ლეტალური შემთხვევები, არის თუ არა კავშირში ვაქცინაციასთან, რადგანაც დამთხვევა იყო. მეც ჩემს მრევლს ვურჩევდი, საღი აზრი იქნებოდა, რომ ეს ორი კვირა ჩვენც მოგვეცადა და გვენახა, რა შედეგებს დადებს კვლევა, რასაც ეს ქვეყნები აწარმოებენ", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ. 

მისი განცხადებით სასულიერო პირების მოწოდებები თუ ქადაგებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით სინოდის გადაწყვეტილების ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს. ჯაღმაიძე ამბობს, რომ სინოდის განჩინებაში მითითებულია ვაქცინაციის ნებაყოფლობითობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system