თავში

ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფანტაზიას უწოდებს

ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფანტაზიას უწოდებს
ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ფანტაზიას უწოდებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ფანტაზიას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 11 თებერვალს დანიშნულ სინოდის სხდომაზე პატრიარქის ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებენ.

ანდრია ჯაღმაიძე რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

„ჟურნალიტებთან მექნება დიდი თხოვნა, შეკითხვებით ნუ მომმართავთ, იმ ფანტაზიებთან დაკავშირებით, რაც აქ დაუწერიათ”,- წერს ჯაღმაიძე.

ცნობისთვის, 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქო არ აკონკრეტებს, რა საკითხები განიხილება სინოდის სხდომაზე.

რელიგიის ექსპერტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდნენ, რომ 11 თებერვალს, სინოდის სხდომაზე ილია მეორის გადაყენებაზე იმსჯელებდნენ:

„გაცნობებთ, რომ ხუთშაბათს, 11 თებერვალს წმინდა სინოდის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომლის ფორმატშიც, რუსეთის ეკლესიის მესვეურთა დავალებითა და რუსოფილურად განწყობილ ქართველ ეპისკოპოსთა გარკვეული ჯგუფის შეთქმულებით ძირეული საეკლესიო ძვრების განხორციელება იგეგმება, კერძოდ - ახალი წესრიგისა და მმართველობის დამკვიდრება, რომელიც გულისხმობს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ტახტიდან გადაყენებას გარკვეული კომპრომატებისა თუ შანტაჟირების მეშვეობით და დაჩქარებული წესით პირველი ერარქის არჩევნების დანიშვნას“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system