თავში

ანდრია ჭკუასელი ბენინგტონის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

ანდრია ჭკუასელი ბენინგტონის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა
ანდრია ჭკუასელი ბენინგტონის კოლეჯში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

მიხეილ ჭკუასელისა და ხატია მოისწრაფიშვილის შვილი ანდრია ჭკუასელი ამერიკაში, ბენინგტონის კოლეჯში ასპროცენტიანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მეთორმეტე კლასის მოსწავლე ერთ-ერთ პრესტიჟულ სასწავლებელში შემოქმედებითი წერის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სწავლის ჯამური ღირებულება 250 ათასი დოლარია.

პარალელურად, ანდრია მონაწილეობს ბენინგტონის კოლეჯის ახალგაზრდა მწერალთა კონკურსში. 

ანდრიას რამდენიმე მოთხრობა საქართველოს პარლამენის ეროვნული ბიბლიოთეკის გვერდზე გამოქვეყნდა.

ანდრიას დედა, ჟურნალისტი და პიარ მენეჯერი ხატია მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელის საშუალებით გულშემატკივრებს მადლობას უხდის.

როგორც ის აღნიშნავს, ანდრიას ერთ-ერთი პირველი მკითხველი და მხარდამჭერი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძეა.

,,ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა ამდენი სითბოსთვის, გულწრფელი სურვილისთვის, დალოცვისთვის, უბრალოდ კეთილი სიტყვისთვის. მჯერა, სამყაროს სიკეთე აცოცხლებს და დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენი შეძახილი წინ დახვდება. ბევრმა მეგობარმა მთხოვა და აქვე გავაზიარებ პირველ გამოქვეყნებულ მცდელობას. დიდი მადლობა ანდრიას ერთ-ერთ პირველ მკითხველს, უფროს მეგობარს, მხარდამჭერს და მოტივატორს გიორგი კეკელიძეს", - წერს ხატია მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system