თავში

ანიტას დედამ გადაწყვიტა ორგანოების დონორი გახდეს

ანიტას დედამ გადაწყვიტა ორგანოების დონორი გახდეს
ანიტას დედამ გადაწყვიტა ორგანოების დონორი გახდეს

ანიტა ფაცაციას დედამ გადაწყვიტა, ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ამის შესახებ მარიკო სადრაძე დეტალურად ,,იმედის დილაში" ისაუბრებს.

,,პატარა ანიტა ხომ ყველას გვახსოვს? მისმა დედამ, მარიკო სადრაძემ გადაწყვიტა ორგანოების ცოცხალი დონორი გახდეს. ანუ ის თანახმაა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოები დაუთმოს მას, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იცოდით, რომ ერთ დონორს 10 ადამიანის გადარჩენა შეუძლია? დონაციაზე კეთილშობილური საქმე ძალიან ცოტა თუ მოიძებნება", -  ნათქვამია გადაცემის ანონსში.

შეგახსენებთ, ორი წლის ანიტა ფაცაცია ბოლო თვეების განმავლობაში უცხოეთის კლინიკებში მკურნალობდა. პატარას გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ბოლოს ის ავსტრიიდან ინდოეთის კლინიკაში გადაიყვანეს. ანიტა 30 იანვარს გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system