თავში

ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია

ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია
ანიტას მდგომარეობა კრიტიკულია

ანიტას მდომარეობა კვალვ კრიტიკულია. ამის შესახებ პატარას ახლობლები სოციალურ ქსელში, ანიტას მხარდამჭერ ჯგუფში წერენ. 

"59-ღამე მშვიდობისა ანიტელებო!

ანიტას მდგომარეობა ისევ კრიტიკულ ფაზაშია, თუმცა ორგანიზმი ინარჩუნებს სტაბილურობას.

გრძელდება დიალიზი და სისხლში გავრცელებული ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა.

ჯერჯერობით ბავშვის შინაგან ორგანოებს უჭირთ ფუნქციონირება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გულის ამუშავება, რომ სხვა ორგანოებზე დატვირთვა შემცირდეს. ამჟამად გულის ყველა ფუნქციას ჩანერგილი აპარატი ასრულებს.

ბოლო კვლევის მიხედვით, აღარ აღინიშნება სოკოს ინფექცია, ნამდვილად დაძლეულია თუ არა ბაქტერია, ამის დასადგენად დღეს განმეორებით მოხდა სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ექიმი ბალაკრიშნანი აღნიშნავს, რომ ანიტას კონტაქტზე გამოსვლა და ის რომ მისი ნევროლოგია არ დაზიანებულა არის ძლიან საოცარი და მნიშვნელოვანი ფაქტი.

ყველას გილოცავთ დამდეგ ძველით ახალ წელს!

ეს წელი ჩვენი გამარჯვების იქნებ
ა!,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system