თავში

ანიტას მდგომარეობა მძიმეა

ანიტას მდგომარეობა მძიმეა
ანიტას მდგომარეობა მძიმეა

ანიტას მდგომარეობა კვლავ მძიმეა.  ამის შესახებ ინფორმაციას პატარას ახლობლები სოციალურ ქსელში, ანიტას მხარდამჭერთა ჯგუფში ავრცელებენ.

"66-ე ღამეა ერთად ვართ!

მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა.

ექიმები ცდილობენ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა, რადგან სისხლი რთულად მიეწოდება კიდურებს და ანიტას ხელები გაუმუქდა.

გრძელდება ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია სეფსისის სამკურნალოდ. ამ ეტაპზე ისევ დგას დიალიზის საჭიროება.

როგორც ექიმებმა აღნიშნეს, ანიტა რეანიმაციული განყოფილების ყველაზე ცელქი პაციენტია.მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეფუთული აქვს, მაინც ახერხებს ზონდის გამოძრობას და ინტუბაციის მილის წვალებას, ამიტომ, რაც დამაძინებლების დოზა შეუმცირეს, ექიმები ხშირად ეძახიან
ანიტას დედიკოს დასახმარებლად.

ჩვენ იმედით და მოთმინებით ველოდებით ჩვენი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას !",-ნათქვამია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system