თავში

ანიტას მდგომარეობა უცვლელია - პატარა რეანიმაციაში რჩება

ანიტას მდგომარეობა უცვლელია - პატარა რეანიმაციაში რჩება
ანიტას მდგომარეობა უცვლელია - პატარა რეანიმაციაში რჩება

ანიტას მდგომარეობა უცვლელია. პატარა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამის შესახებ ბავშვის ოჯახის წევრები, სოციალურ ქსელში, ანიტას მხარდამჭერთა ჯგუფში წერენ. 

"ჯერჯერობით მისი მდგომარეობა უცვლელია.
დღეს დიდი თხოვნის შემდეგ მარიკო რეანიმაციულ განყოფილებაში ჩვეულებრივზე მეტ ხანს გააჩერეს, რაც ძალიან გვახარებს.

გრძელდება ანტიბიოტიკოთერაპია, ექიმების ვარაუდით სისხლში ინფექციის დაძლევას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება.
ამ ეტაპზე ისევ არის დიალიზის საჭიროება.
ბილირუბინის მაჩვენებელმა ცოტათი დაიწია და თითქმის ნორმის ზღვარს გაუტოლდა.

 ჩვენი ელჩი ისევ რჩება ანიტას ოჯახის გვერდით და ძალიან დიდ მხარდაჭერას უწევს მათ.

ანიტას წინ ხანგრძლივი მკურნალობა და რთული გზა ელის და ამ გზაზე თქვენი თანადგომის იმედი გვაქვს!,"-ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system