თავში

ანკარაში, საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშა დაუშვეს

ანკარაში, საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშა დაუშვეს
ანკარაში, საქართველოს საელჩოში სახელმწიფო დროშა დაუშვეს

ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა გლოვის ნიშნად, დღეს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში, თურქეთში, საქართველოს საელჩო ავრცელებს. 

საქართველოში დღეს გლოვის დღეა. მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციის შედეგად, მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ერთი ადამიანი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება - ზვიად თავდგირიძე ერთადერთია, რომელიც ნგრევის დროს კორპუსში იყო და გადარჩა. ის ხელოვნური ვენტილაციიდან მოიხსნა და დადებითი დინამიკა აქვს.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

სამივე მათგანს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system