თავში

თერჯოლის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა - PHOTO

თერჯოლის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა - PHOTO
თერჯოლის სოფელი ღვანკითი ჩაიკეტა - PHOTO

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელი ღვანკითი დილის 06:00 საათიდან ჩაიკეტა. 

მოწყობილია 5 ბლოკ-საგუშაგო, საიდანაც სოფლის ტერიტორია კონტროლდება და მოსახლეობა ღვანკითს ვერ დატოვებს.

ადგილზე იმყოფება იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც არსებულ ვითარებას და ბლოკ-საგუშაგოების მოწყობილის პროცესს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებთან ერთად დილიდან პირადად ეცნობა.

აღნიშნული ზომები სოფელში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო მიიღეს.

გუშინ, ღვანკითში ინფიცირების ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა. თერჯოლაში სულ 7 შემთხვევაა დადასტურებული.

სოფელში დაავადებათა კონტოლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები მასობრივ თერმოსკრინინგს დაიწყებენ.

სოფელ ღვანკითში 705 ოჯახი - 2438 ადამიანი ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system