თავში

ანრი ოხანაშილი ბაკურიანის ინციდენტზე: იგინებოდა, იყო მუქარა ბავშვების მიმართ

ანრი ოხანაშილი ბაკურიანის ინციდენტზე: იგინებოდა, იყო მუქარა ბავშვების მიმართ
ანრი ოხანაშილი ბაკურიანის ინციდენტზე: იგინებოდა, იყო მუქარა ბავშვების მიმართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ბაკურიანში მომხდარ ინციდენტზე ისაურა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, პირი რომელიც მას თავს დაესხა, ძალიან აგრესიული იყო და შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა ოხანაშვილის ოჯახის წევრების მიმართ.

ბავშვების თხილამურებზე სრიალის შემდეგ, იქვე კაფეში შევედით, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და ყველა შედის. ჩემმა მეუღლემ შენიშნა ადამიანი, რომელიც გვაკვირდებოდა განსაკუთრებით აგრესიული მზერით ჩემს მიმართ. ჩემს მეუღლეს ვთხოვე, ყურადღება არ მიექცია. როგორც ჩანს, ეს ადამიანი დაჟინებული მზერით გვაკვირდებოდა, ჩვენი მაგიდის ირგვლივ ტრიალებდა. შემდგომ გარეთ გასვლა დაიწყო, თუმცა რამდენიმე წუთში ისევ დაბრუნდა. დაბრუნებისთანავე კვლავ დაჟინებული მზერით ყურების შემდეგ დაჯდა გვერდით მაგიდასთან და ძალიან ბინძური სიტყვებით ხმამაღლა საუბარი დაიწყო, შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარი პირადად ჩემი და ჩემი პოლიტიკური საქმიანობის გამო, ჩემი ოჯახის წევრების, ბავშვების მიმართ. რა თქმა უნდა, იყო მუქარა ბავშვებთან დაკავშირებით. ყველაფერი გავაკეთე, რათა არ შევსულიყავი ამ ადამიანთან რამე ფიზიკურ შემხებლობაში ან დაპირისპირებაში, პირველი იყო, რომ ბავშვები სიტუაციას გამერიდებინა. ეს გავაკეთე. ხალხის ნაწილი გარბოდა, რადგან ეს ადამიანი ძალიან აგრესიული იყო. ის იგინებოდა, ილანძღებოდა და ხალხის ნაწილმა მისი შეჩერება სცადა, ვინაიდან კაფეს მუშაობა პარალიზებული გახდა, ეს ფაქტი აღიკვეთა. ეს პიროვნება დაკავებულია. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, პოლიციის წინააღმდეგ მუქარისთვის და არა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ანრი ოხანაშვილმა მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მმისცა. 

ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ანრი ოხანაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ვახტანგ რობაქიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე სამდღიანი პატიმრობა შეეფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system