თავში

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა
მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ორივე მუნიციპალიტეტში, შესვლა და გამოსვლა აიკრძალა, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

"მარნეულში ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ მოხერხდა, შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი.

სიტუაცია არის საკმაოდ რთული და ესაა ძირითადი გამოწვევა და პრობლემა, რომელსაც ვეძახდით გავრცელების შიდა ეტაპზე გადასვლას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ცნობისთვის, აღნიშნული გადაწყვეტილება, მარნეულში კორონავირუსის დაფიქსირებამ გამოიწვია. ინფიცირებულია შუახნის ქალი, რომელსაც 80-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. როგორც ირკვევა აქედან 8 უკვე გამოჯანმრთელებულია, მათგან სამი კლინიკიდან გაწერილია. კარანტინის რეჟიმში 3 254 პირი იმყოფება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 233.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system